Dataset Viewer
Auto-converted to Parquet Duplicate
text
stringlengths
6
222k
შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმით, კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.
ლევან რატიანმა ამის მაგალითად მოიყვანა კორონავირუსით ინფიცირებული 82 წლის ქალი, რომელსაც თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტი აქვს.
რატიანის თქმით, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა.
ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინ თერაპიაზე.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადასხვა ფორმებით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდ ინფექციის შერწყმის შემთხვევაში, განაცხადა რატიანმა.
ამათან, რატიანის თქმით, როგორც კი სამყაროში ახალი ტიპის კორონავირუსი გაჩნდა, მაღალი ლეტალობის ინდექსის გამო მას მკვლელი დაერქვა, თუმცა ვირუსის ამ ფუნქციამ დღეს ლიკვიდაცია განიცადა.
დიდი ხანია, ამ ვირუსის ბუნებათა შესახებ არაფერი მითქვამს, რადგან როგორც კი სამყაროში გაჩნდა ეს ვირუსი, რატომღაც, ყველამ ვინაიდან ახალი იყო და მაღალი ლეტალობა იყო კაცობრიობაში, მკვლელი დავარქვით, მაგრამ ამ ვირუსმა, ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. კიდევ ერთი მაგალითი გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, ეს არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს, განაცხადა რატიანმა.
ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აშშ-ს მიერ ექსპორტზე კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილებას. პეკინში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება აშშ-ს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე ჩინეთს. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
საუბარია აშშ-ს მიერ მიღებულ ახალ შეზღუდვებზე, რომელთა მიზანიც, ჩინეთის სამხედრო ძალების მიერ ამერიკული ტექნოლოგიების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების შეჩერებაა.
აშშ-მა უნდა შეწყვიტოს მიუღებელი ქცევა და ამის მაგივრად რეალური ნაბიჯები გადადგას მისი ეკონომიკის აღსადგენად, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მარწუხებშია მოქცეული, აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.
სამტრედიის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
კლინიკაში პასუხები ლაბორატორიიდან დღეს დილით მიიღეს.
კლინიკის დირექტორის, ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საავადმყოფოსთვის ვირუსის საეჭვო სიმპტომებით არავის მიუმართავს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დროს, შაქრიანი დიაბეტი მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს.
ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკროანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან. ის არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური. რჩება ოქსიგენდამოკიდებული. ეს მაგალითები რატომ მოვიყვანე? ამ ქალბატონს ბოლო 30 წლის მანძილზე აქვს შაქრიანი დიაბეტი, იმყოფება ინსულინზე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ შაქრიანი დიაბეტი, გართულებული სხვადასხვა ფორმებით, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს კოვიდინფექციის შემთხვევაში. დიდი ხანია, ამ ვირუსის ბუნებათა შესახებ არაფერი მითქვამს. როგორც კი სამყაროში გაჩნდა ეს ვირუსი, რატომღაც ყველამ, ვინაიდან ახალი იყო და მაღალი ლეტალობა იყო კაცობრიობაში, მკვლელი დავარქვით. ახლა ამ ვირუსმა, ამ ფუნქციამ განიცადა ლიკვიდაცია. კიდევ ერთი მაგალითი გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, ეს არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს, განაცხადა რატიანმა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მის კლინიკაში ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ.
ლევან რატიანის განმარტებით, არსებობს უამრავი ფაქტი, რომლის თანახმად, რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა ახალი კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას, შესაბამისად, მედიკამენტს რეკომენდაციას ვერ გაუწევს.
ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ, განაცხადა ლევან რატიანმა.
ბათუმის ლაბორატორიებში 28 პირის ანალიზი შევიდა. პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
საეჭვო სიმპტომების პაციენტების ანალიზები კვლევაზე ცხელების ცენტრებმა გადაგზავნეს.
ბათუმში დღეისათვის სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს. ცენტრები განლაგებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა მედ ემერჯენსში, სადაც პაციენტები გადაჰყავთ საკარანტინო ზონებიდან და ოჯახის ექიმებთან ონლაინ კონსულტაციების შემდეგ. ასევე ცხელების ცენტრებში პაციენტები მიდიან თვითდინებითაც.
კვლევებს ბათუმში ორი ლაბორატორია ატარებს.
გაიტესტა ჯინექსპერტ მეთოდი, რომლის საშუალებითაც, ჩვენს კლინიკაში განხორციელდება კორონავირუსის საეჭვო შემთხვევების ინფიცირების გამოვლენა მხოლოდ იმ პაციენტებთან, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ჯინექსპერტ მეთოდი არ იქნება მასობრივი, ეს იქნება მხოლოდ კლინიკაში არსებული პაციენტების სადიაგნოსტიკო საშუალება.
ეს არის უნიკალური მეთოდი. ალბათობა, რომ შეცდომა იყოს დაშვებული, მინიმუმამდე არის დაყვანილი, რადგან მასში არ მონაწილეობს ადამიანის ფაქტორი, განაცხადა ლევან რატიანმა.
ბათუმის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაურის მიზეზი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა გახდა, რომელიც დეპუტატებს ფრაქციამ განსახილველად დღეს წარუდგინა.
იმ ფონზე, როცა ანტიკრიზისული გეგმა უკვე შემუშავებული აქვთ როგორც საქართველოს ცენტრალურ, ასევე აჭარის მთავრობებს, საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის მიერ ალტერნატივის სახით წარდგენილი გეგმა მმართველი გუნდის წევრებმა არასერიოზულად და პოპულისტურად მიიჩნიეს.
მათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა იცხოვროს ტურისტულმა სექტორმა, როცა სეზონი ჩავარდება. სამაგიეროდ, ბიუროკრატიას თეთრი არ აკლდება და ბედნიერი არიან. ამათ არ აინტერესებთ, როგორ უნდა გამოიკვებოს თვითდასაქმებული ადამიანი. ბათუმის საკრებულოს არც ერთ დეპუტატს აზრად არ მოსვლია, რომ ქალაქს სჭირდება ანტიკრიზისული გეგმა, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, მირდატ ქამადაძემ, რომელმაც პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ნაციონალური მოძრაობა მმართველმა გუნდმა დემაგოგიაში დაადანაშაულა და სპექტაკლების გამართვისგან თავშეკავება ურჩია.
საკრებულოში შემოსული თითოეული საკითხი გადის შესაბამის პროცედურებს. დღეს დილით დაურეგისტრირებიათ, ჩვენ არც კი ვიცოდით. საუბარია გეგმაზე, რომელიც ჯერ არ მინახავს. მსმენელმა იმსჯელოს, თუ შეიძლებოდა ისეთ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ნანახი არ აქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ
გეგმა წარმოდგენილია ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც ომის პერიოდში და შემდეგ ეკონომიკურ კრიზისში არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა. ახლა გახდნენ ყველაზე მაგრები. რაც შეეხება ანტიკრიზისულ გეგმას, წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრისა და რეგიონის ხელმძღვანელის მიერ, განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ნატალია ზოიძემ.
საკრებულო დღეს ბათუმის მერიის ანგარიშს მოისმენს.
გერმანიამ შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
დოიჩე ველეს ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ გერმანიის ტერიტორიაზე ჰეზბოლას საქმიანობა აკრძალა და ამჟამად სხვადასხვა ფედერალურ მიწაზე რეიდები მიმდინარეობს.
გერმანიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეიდები ძირითადად ფოკუსირებულია ბერლინის, დორტმუნდის, ბრემენის და მიუნსტერის ოთხ მეჩეთზე, რომელიც სავარაუდოდ ჰეზბოლას საკუთრებაა. გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ისრაელის მთავრობა მიესალმა.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციაა და შესაბამისად უნდა მოექცნენ.
გერმანიის ხელისუფლების გაანგარიშებით, ქვეყანაში ლიბანური სამხედრო ჯგუფის დაახლოებით 1 050 აქტიური წევრია. დოიჩე ველე წერს, რომ 2013 წელს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპაში ჰეზბოლას სამხედრო ფრთას საქმიანობა აუკრძალეს, თუმცა შეზღუდვა არ შეხებია დაჯგუფების პოლიტიკურ ფრთას.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. სამხედრო მოსამსახურეებს 29 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მასშტაბით და საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს სამსახურეობრივი მოვალეობის პროფესიონალურად შესრულებისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა ძლიერი ჯარის როლი, როგორც ხილულ, ასევე უხილავ მტერთან ბრძოლაში. მინისტრმა მიმართვისას ვეტერანების ღვაწლიც აღნიშნა და დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე ქედი მოიხარა, აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.
გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევები ჰოსპიტლის თანამშრომლის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. ახალ ინფიცირებულთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია, რომლებიც ინფიცირებული პირის შვილები არიან.
დღეს გაირკვა, რომ არის კიდევ სამი ინფიცირებული. სამივე ადამიანი არიან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები. მიმდინარეობს კვლევა დამატებითი კონტაქტების გამოსაკვლევად. სოფლის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არსებობს, განაცხადა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 99 პაციენტი იმყოფება, მათგან 83 კორონავირუსით ინფიცირებულია.
კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, ხუთ პაციენტზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკიდან გაეწერებიან.
უარყოფითი პასუხი მივიღეთ ხუთ განმეორებითზე და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის 14 და 15 წლის მოზარდი, განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, რატიანის თქმით, რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
ამასთან, რატიანის განმარტებით, გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს.
რეამინაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი გვყავს. გუშინ გითხარით, რომ უარყოფითი დინამიკის გარეშეა. ქალბატონი, რომელიც გვყავს 82 წლის შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები არის სტაბილური, რჩება ოქსიგენდამოკიდებული.
დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შედეგად რამდენიმე მათგანს, რომელსაც ჰქონდა მაღალი ინდექსი ფილტვის ქსოვილის დაზიანების, ამ შემთხვევაში, არ დასტურდება. გუშინ მივიღეთ ორი ახალი პაციენტი, მათთან ჩატარებული კვლევების შედეგად, არც ერთთან პათოლოგიური დაზიანების კერა არ გამოვლინდა, განაცხადა რატიანმა.
ტოტენჰემის პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ შეჩერებულ სეზონზე და მსოფლიოში კოვიდ 19-ით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. ფეხბურთი ძალიან მომენატრა,მაგრამ უფრო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება მინდა, ალბათ, როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ახლა საომარი მდგომარეობაა, რომელშიც ჩვენ ყველა ვმონაწილეობთ, ციტირებს მოურინიოს სიტყვებს სკაი სპორტი (Sky Sports).
სეზონის გაგრძელებას თუ შევძლებთ, ეს ყველასთვის კარგი იქნება. უმაყურებლოდ თამაშზეც თანახმა ვართ, მატჩების ტელეტრანსლიაციებს მილიონობით გულშემატკივარი ნახავს. იმ დღეს, როცა ჩვენ გავალთ ცარიელ სტადიონებზე, იმ დღიდან ისინი ცარიელები აღარ იქნებიან, დაასრულა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ,რომ ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამ მილიონს გადაცდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, შესაძლოა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა 7 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში კობიდ-19-ის გავრცელების ტემპმა იმატა. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობის დარღვევაზე ჯარიმები არ არის დაწესებული.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის 14 000 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 436 ფატალური. ეპიდემიის გავრცელების ეპიცენტრია ტოკიო, სადაც ახალი კორონავირუსის 4 000 შემთხვევა ფიქსირდება.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტინგენტი 13,000-ზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიაბერაშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბევრ ამბულატორიასა და პოლიკლინიკას ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენებს და იქ დასაქმებულ ექიმებისა და ექთნების ნაწილს უმუშევარს დატოვებს.
დეპუტატის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თავისი არსით 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.
520-ე დადგენილებამ ჰოსპიტალურ სექტორს დარტყმა მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი, დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს. ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც. ჰოსპიტალური სექტორი დიდ სამოქალაქო და სოციალურ პასუხისმგებლობას იჩენს, როდესაც კრიზისის პირობებში 520-ე დადგენილების შეცვლის მოთხოვნა დროებით შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იგივე ნაბიჯების გადადგმა სამედიცინო სფეროს სხვა სექტორებში განაგრძონ, აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ამასთან, დეპუტატი მთავრობას მოუწოდებს, რომ მე-15 დადგენილების მოქმედება შეაჩეროს და მკაფიო გეგმა წარადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა უპრეცედენტო კრიზისის პირობებში.
ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ბევრ სამედიცინო მომსახურებაზე მიმართვიანობა შემცირებულია და ეს ამ სპეციალობების სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე კატასტროფულად არ უნდა აისახოს. საჭიროა, პაციენტთა ნაკადების მოწესრიგება, ყველა სამედიცინო დაწესებულების აღჭურვა მედპერსონალის დამცავი საშუალებებითა და სწრაფი ტესტებით, ასევე ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვაში მათი დახმარება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომ სხვა დაავადებების მკურნალობაც უწყვეტად გაგრძელდეს, დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავდაცვის ძალებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
თავდაცვის ძალების დღეს, გვსურს, აღვნიშნოთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ის განსაკუთრებული კავშირი, რომელიც შეერთებული შტატებისა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის ჩამოყალიბდა. ერთობლივი წვრთნების, მუშაობისა და მსახურობისას საქართველოსა და საერთაშორისო მისიებში, როგორიცაა ავღანეთი, ჩვენი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურე კაცებმა და ქალებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს.
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეულ წევრს და დიდ მადლობას ვუხდით მათ თავდადებისა და სამსახურისთვის, ნათქვამია მილოცვის ტექსტში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ერთ-ერთი პირველი სექტორული განხილვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც ელექტრონული ფორმატით მიმდინარეობდა, სექტორის 70-ზე მეტი კომპანიის, მათ შორის, სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების, გიდებისა და სხვა ტურისტული მიმართულებების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
შეხვედრაზე განხილული იყო როგორც მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და პროექტები, ასევე დარგის წინაშე კრიზისის შედეგად დამდგარი პრობლემური საკითხები, რომელიც სექტორს დღეს აწუხებს, მათ შორისაა, საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია, საბიუჯეტო გადასახადების გადავადება, მთავრობის მხრიდან სტიმულირების პროგრამების და მიზნობრივი დახმარების გაწევა დარგის სხვადასხვა სეგმენტებისთვის და სხვ.
აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი დახმარების მექანიზმების შემუშავებაზე.
ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმი ერთ-ერთი პირველი სექტორია, რომელსაც კორონავირუსის გავრცელებამ უდიდესი ზარალი მიაყენა.
ტურიზმი განსაკუთრებული დარგია და მისი კრიზისიდან გამოყვანის პროგრამაც ასეთივე მიდგომას საჭიროებს. დარგი ქვეყნის ეკონომიკაში უცხოური ვალუტის მსხვილი დიდი კონტრიბუტორი და ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი იყო, ამდენად, სექტორის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა მომზადდეს ერთიანი გაიდლაინები ტურისტული სერვისით დაკავებული კომპანიებისთვის.
მინისტრის განცხადებით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება შეხვედრები ცალკეულ სეგმენტებთან, რათა თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მკაფიოდ ადრესირებული და მიზნობრივი.
თელავის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა.
ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მკაცრად კონტროლდება ბაზარში არსებული ვითარება და დაწესებულება ყველა რეკომენდაციის დაცვით მუშაობს.
ბაზრის ტერიტორიაზე შემსვლელ მოქალაქეებს თერმოსკრინიგი უტარდებათ, მოვაჭრეებს კი პირბადეები და ხელთათმანები უკეთიათ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის მუშაობის პარალელურადაც შესაძლებელია.
გუშინ საღამოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შევამოწმეთ თელავის აგრარული ბაზარი. ყველა ის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც არსებობდა, ამ ეტაპზე შესრულებულია. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს დილის ცხრა საათიდან გაიხსნა ბაზარი. თუმცა არსებობს მცირე ხარვეზები, რომელთა გამოსწორება ბაზრის ფუნქციონირების პარალელურად შესაძლებელია. ასევე დაწესებულია მკაცრი რეგულაციები, მიმდინარეობს თერმო სკრინინგი, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ხელის დამუშავება, რიგის რეგულაცია, აუცილებელია პირბადით გადაადგილება. ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ, განაცხადა ნარეკლიშვილმა.
თელავის აგრარული ბაზარი 27 აპრილს გაიხსნა, თუმცა რამდენიმე საათში რეგულაციების დარღვევის გამო დაიხურა.
ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და ძლიერი დინოზავრის სახეობის ერთმა კუდმა, როგორც ჩანს, საბოლოოდ ამოხსნა ამ გადაშენებულ ქმნილებათა საიდუმლო შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა.
თეროპოდის სახის დინოზავრის, სპინოზავრის გიგანტური ნამარხი კუდის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს უზარმაზარი მტაცებლები წყლის ცხოველებიც იყვნენ და მილიონობით წლის წინ, მდინარეებში ცურვისა და ნადირობისთვის კუდით მართულ გადაადგილების სისტემას იყენებდნენ.
ეს აღმოჩენა სრულიად ახალ გზას გვიხსნის დინოზავრების კვლევაში; ბევრ ცნობას მატებს როგორც უკვე არსებულ, ისე ახალ ნარატივს და დრამატულად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დინოზავრების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ამბობს დეტროიტ-მერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნიზარ იბრაჰიმი.
საუკუნის წინ, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხმელეთის დინოზავრები შეიძლება წყლიან გარემოშიც ბინადრობდნენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ეს იდეა უკუაგდეს, რადგან კვლევათა უმეტესობა მიუთითებდა, რომ არამფრინავი დინოზავრები მხოლოდ ხმელეთზე სახლობდნენ.
თუმცა, ამ საკითხს გარკვეულწილად ართულებდა სპინოზავრი, რადგან ზოგიერთი უძველესი ძვალი მიუთითებდა მტკიცებულებებზე, რომ ის შეიძლება, წყალთან სანახევროდ შეგუებული ყოფილიყო.
ასეთ დასკვნამდე მივიდა იბრაჰიმი და მისი ჯგუფი წინა კვლევაში, მაგრამ სხვა მკვლევრები ამაში დარწმუნებული მაინც არ იყვნენ.
ახლახან, პალეონტოლოგები ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდნენ და როგორც იბრაჰიმის ჯგუფი აცხადებს, ხელთ აქვთ პირველი აშკარა მტკიცებულება, რომ ამ დინოზავრებს წყლის პროპულსიური სტრუქტურა ჰქონდათ.
ეს მტკიცებულება კი არის ნიჩბისებრი გიგანტური კუდი, რომელიც აღმოსავლეთ მაროკოში, საჰარის უდაბნოს ცარცული პერიოდის დანალექებში აღმოაჩინეს.
კუდის ნამარხი დაახლოებით 90-100 მილიონი წლის წინანდელია და კარგად ავსებს სპინოზავრის იერსახის სურათს, რაც მნიშვნელოვნად აფართობს ჩვენს თვალსაწიერს ამ სახეობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კუდი ამჟამად მსოფლიოში სპინოზავრის ჩონჩხის ერთადერთი ნაწილია, რადგან ადრე აღმოჩენილი ნამარხი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
აღმოჩნდა, რომ ამ დინოზავრს ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და უნიკალური ფორმის კუდი ჰქონდა, რომელიც შედგება უკიდურესად მაღალი ნერვული მალებისა და წაგრძელებული შევრონისგან, რომლებიც აყალიბებს დიდ, მოქნილი აფრის მსგავს ორგანოს, რომელსაც საკმაოდ გაშლილი გვერდითი მოძრაობები უნდა შესძლებოდა, წერს ჯგუფი კვლევაში.
კვლევის ფარგლებში, ჯგუფმა შეისწავლა ბიძგების ის რაოდენობა, რომელიც ამ სტრუქტურას წყალში ცურვისას შეეძლო წარმოექმნა; შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი სტრუქტურა სრულიად შეესაბამება მსგავსი დანართების მქონე წყლის ხერხემლიანებისას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სპინოზავრი გვთავაზობს საუკეთესი მტკიცებულებას, რომ დინოზავრებს სულ მცირე, ამ სახეობას მაინც შეიძლება ცურვა შეეძლოთ.
ეს აღმოჩენა საბოლოოდ ასამარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, არამფრინავი დინოზავრები წყალში არასოდეს იჭრებოდნენ. ირკვევა, რომ ეს დინოზავრი არა მხოლოდ თავთხელ წყალში იდგა და იქ ნადირობდა, არამედ მსხვერპლს წყალშიც აქტიურად მისდევდა. სავარაუდოდ, სიცოცხლის უდიდეს ნაწილს ისინი სწორედ წყალში ატარებდნენ, ამბობს კვლევის ავტორი, დეტროიტ-მერსის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ნიზარ იბრაჰიმი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას გიორგი გახარიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის მიერ, პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე საქართველოს ეკონომიკა სწრაფად დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამ კუთხით საქართველო და ევროკავშირი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისა და ეკონომიკაზე პანდემიით გამოწვეული უარყოფითი შედეგების მინიმიზაციისთვის, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ხაზი გაესვა სამიტის მიმდინარე წელს ჩატარების მნიშვნელობას და ორმხრივი მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობას, რათა დაისახოს კონკრეტული ამოცანები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, ასევე ვიზალიბერალიზაციის სახით, ინტეგრაციის პროცესში შემდგომი ორმხრივი ნაბიჯების გადასადგმელად.
საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გააქტიურების კუთხით.
სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებას. აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვას მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის, რაც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ამ კუთხით ევროკავშირის ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
End of preview. Expand in Data Studio

No dataset card yet

Downloads last month
6